ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ქალებიც არანაკლებ აშტერდებიან მამაკაცებს ინტიმურ ადგილებზე
Lifeექსპერიმენტმა, რომელიც ერთ-ერთმა მამაკაცმა ჩაატარა, დაამტკიცა, რომ ქალებიც აშტერდებიან მამაკაცებს უხერხულ ადგილებზე.
მამაკაცმა ვიზუალურად გაიდიდა თავისი ღირსების ზომა, ჩაიცვა ტანზე მოტმასნილი შარვალი და მეტროს ვაგონში ფარული კამერაც დააყენა.
მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ქალებიც აშტერდებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე პიკანტურ ადგილას. კადრებს თუ დავუჯერებთ, ექსპერიმენტი შედგა.
მოკრძალებულს, მეგობარ მამაკაცთან ერთად მყოფს, ახალგაზრდასა თუ შედარებით ასაკში მყოფს - ყველა ქალს გაურბოდა თვალი მამაკაცის ღირსებისკენ. და ეს აშკარად შესამჩნევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმეტესობა ცდილობდა, არ შეემჩნია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ფოტოზეც აფიქსირებდა სამახსოვრო კადრს.
ალბათ, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მამაკაცებს ექნებათ პასუხი, როცა მათ ქალებზე მიშტერებაში დაადანაშაულებენ.